ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა სააღდგომო მიმართვისას მოსახლეობას პანდემიასთან ბრძოლაში ერთიანობისკენ მოუწოდა
გერმანიის პრეზიდენტმა აღდგომის დღესასწაულზე მოსახლეობას ტელევიზიით მიმართა და მთავრობაში „ნდობის კრიზისის“ გადალახვისკენ მოწოდებით გამოვიდა.
ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა მოუწოდა მოქალაქეებს, ერთიანობა შეინარჩუნონ, მაშინ, როდესაც გერმანია კორონავირუსის მესამე ტალღას ებრძვის.
„ხალხი იმედგაცრუებულია და უმწეოდ გრძნობს თავს, რაც ნდობის კრიზისს აჩენს“, – განაცხადა შტაინმაიერმა.
გერმანიის პრეზიდენტის თქმით, გერმანიის მთავრობამ დაუშვა არაერთი შეცდომა პანდემიასთან ბრძოლაში და მოქალაქეებს სურთ, მათი ლიდერების ერთიანობა იხილონ.
„მუდმივად შეცდომებზე და იმ საკითხებზე ყურადღების გამახვილების ნაცვლად, რომლებიც ვერ მუშაობს, საჭიროა იმ თემების ხაზგასმა, სადაც ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა და ამაში ყველამ შეიტანა საკუთარი წვლილი“, – განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა.