ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი - გერმანიის მოქალაქეებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ცხოვრობენ რადიკალურად შეცვლილ რეალობაში, ჩვენ ახლა განვიცდით ეპოქალურ გარდამტეხ მომენტს
ჩვენმა დემოკრატიამ აჩვენა შედეგი, მაგრამ ის არ არის სამუდამოდ გარანტირებული და სხვები მას არ დაიცავენ, – ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა კონსტიტუციის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
მისივე თქმით, გერმანიის მოქალაქეებმა უნდა გააცნობიერონ, რომ მათ შეცვლილ რეალობაში უწევთ ცხოვრება.
„გერმანიის მოქალაქეებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ისინი ცხოვრობენ რადიკალურად შეცვლილ რეალობაში. ათწლეულების განმავლობაში მეტი კეთილდღეობის, უფრო დიდი დემოკრატიის, დიდი ევროპის, მეტი მშვიდობის, გერმანიის გაერთიანების წარმატების შემდეგ ჩვენ ახლა განვიცდით ეპოქალურ გარდამტეხ მომენტს“, – აღნიშნა შტაინმაიერმა.
გერმანიის პრეზიდენტის თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრით ევროპაში დაბრუნდა „ცინიკურად აგრესიული ომი“, რომელმაც „გაურკვევლობის მდგომარეობა“ შექმნა.
ცერემონიას გერმანიის ყოფილი კანცლერები ანგელა მერკელი და გერჰარდ შრედერი ესწრებოდნენ, ასევე ჰოლოკოსტს გადარჩენილი 102 წლის მარგო ფრიდლანდერი.