“პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელობამ მოლაპარაკებები ლონდონის “ჩელსის” მთავარ მწვრთნელთან ანტონიო კონტესთან გამართა. ამის შესახებ ინფორმაცია გაზეთი Le Parisien-ში გავრცელდა. პარიზულ კლუბში იტალიელი სპეციალისტისთვის სამუშაოს შეთავაზებას გეგმავენ. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ პსჟ-ის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი გუნდს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ვერ გაიყვანს. ტრანსფერი, სავარაუდოდ, 2018 წლის ზაფხულში შედგება.
ბოლო დროს, ბევრი დაიწერა იმის შესახებ, რომ კონტეს უთანხმოება აქვს “ჩელსის” ხელმძღვანელობასთან, კერძოდ, რომან აბრამოვიჩთან. პარალელურად, ფრანგული პრესა აჭრელებულია ცნობებით ნეიმარსა და ემერის შორის უთანხმოების შესახებ.