ფრანგული მედია - საფრანგეთის მთელ ტერიტორიაზე საპირველმაისო დემონსტრაციებში 161 ათასი ადამიანი მონაწილეობს
18:47, 01.05.2019
საფრანგეთის მთელ ტერიტორიაზე საპირველმაისო დემონსტრაციებში 161 ათასი ადამიანი მონაწილეობს, აქედან 16 ათასი პარიზში. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება გრძელდება პარიზში. საფრანგეთის დედაქალაქში სამართალდამცველებმა 249 ადამიანი დააკავეს. ამჟამად აქციის მონაწილეები იტალიის მოედანზე იკრიბებიან, სადაც შრომის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა უნდა დასრულდეს.
საფრანგეთის დედაქალაქში უსაფრთხოების დასაცავად 7400 სამართალდამცველია მობილიზებული. პირველი შეტაკებები დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის მონპარნასის რკინიგზის სადგურთან ჯერ კიდევ მსვლელობის დაწყებამდე მოხდა.
მომიტინგეებმა დააზიანეს რამდენიმე ავტომობილი. ისინი პოლიციას ქვებს ესვრიან. სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. არიან დაშავებულები, თუმცა მათი რაოდენობა უცნობია.