ფრანგული მედია - საფრანგეთი განიხილავს შესაძლებლობას, ნება დართოს სპეცრაზმს და სამხედრო ნაწილებს, გადაკვეთონ უკრაინის საზღვარი, რათა რუსეთს „სტრატეგიული დილემა“ შეუქმნას
საფრანგეთი განიხილავს შესაძლებლობას, ნება დართოს სპეცრაზმს და სხვა სამხედრო ნაწილებს, გადაკვეთონ უკრაინის საზღვარი, რათა რუსეთის ფედერაციას „სტრატეგიული დილემა“ შეუქმნას, – ამის შესახებ ფრანგული გამოცემა, „მონდი“ წერს.
ფრანგულ გამოცემას მოჰყავს უკრაინელი დიპლომატის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რომ მოკავშირე ქვეყნები უკრაინაში სადაზვერვო სამსახურებით არიან წარმოდგენილი და რომ უკრაინაში მოკავშირეთა სამხედრო ძალების გაძლიერება დეკემბრიდან განიხილება.
პარალელურად, ფრანგული გამოცემა, „ფიგარო“ წერს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს სურს, საფრანგეთის ყველა პოლიტიკურ ძალასთან ერთად განიხილოს უკრაინაში სამხედრო პერსონალის გაგზავნის საკითხი.
ფრანგული მედიის ცნობით, შეხვედრა 7 მარტს გაიმართება.