ფრანგული გამოცემა ბიძინა ივანიშვილს ცნობილ ფილანტროპებს შორის ასახელებს - მილიარდერები, რომლებიც ქველმოქმედებას განსხვავებულად ახორციელებენ
ფრანგული გამოცემა Contrepoints ბიძინა ივანიშვილს მსოფლიოს ცნობილ ქველმოქმედებს შორის ასახელებს.
გამოცემა აქვეყნებს სტატიას სათაურით – „მილიარდერები, რომლებიც ქველმოქმედებას განსხვავებულად ახორციელებენ“.
„ილონ მასკი, ბილ და მელინდა გეიტსები, ბიძინა ივანიშვილი, მაკკენზი სკოტი, მინ კაო და ჩარლზ ფენი ამტკიცებენ, რომ არსებობს არაერთი გზა, გამოიყენო შენი სიმდიდრე მსოფლიოსა და შენი მეზობლების პირობების გასაუმჯობესებლად“, – ნათქვამია სტატიის შესავალში.
ბიძინა ივანიშვილი – ქველმოქმედება მთელ ქვეყანაში ცხოვრების დონის ასამაღლებლად
„იანვარში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი პოლიტიკური ცხოვრებიდან წავიდა, ეს შესაძლებლობა გამოიყენა და განაცხადა, რომ საკუთარი აქტივების 95 პროცენტზე მეტს, ანუ 1.5 მილიარდი აშშ დოლარის ქონებას თავისი ოჯახის ფონდს უტოვებდა, რითაც ის იმავე კატეგორიაში მოექცა, სადაც უკეთ ცნობილი ფილანტროპები მოიაზრებიან, როგორებიც არიან გეითსები, ბაფეტი და სხვები.
დაარსების დღიდან, 1995 წლიდან „ქართუ ფონდს“ 3.2 მილიარდ დოლარზე მეტი აქვს გაცემული. არც აქ ყოფილა ფოიერვერკები, ეს იყო მხოლოდ ამ კავკასიური რესპუბლიკის განვითარების სამსახურში გამოჩენილი ხელგაშლილობა. მთელი ქვეყნის მასშტაბით აშენდა 400 სკოლა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ან აღიჭურვა. 100 ათასზე მეტმა მოსწავლემ მიიღო ახალი სასკოლო ინვენტარი.
ქუთაისში სრულიად ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც დაფინანსდა თითქმის ერთი მილიარდი აშშ დოლარით, მიზნად ისახავს მომავალი თაობის ქართველთა ტექნიკური ცოდნის განვითარებას, ქართველ მეცნიერთათვის საერთაშორისო კვლევით ქსელებში მონაწილეობის გაუმჯობესებას. მიუნხენის ტექნიკურმა უნივერსიტეტმა საპარტნიორო შეთანხმებას უკვე მოაწერა ხელი. სხვებიც აუცილებლად შეუერთდებიან მის რიგებს“, – აღნიშნულის სტატიაში.
განათლება, როგორც სტატიაშია აღნიშნული, არ არის ერთადერთი სექტორი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება ეხება, იგი აქტიურ მხარდაჭერას უწევს სოფლის მეურნეობას, ჯანდაცვასა და ინფრასტრუქტურასაც.
„ქართუ ფონდს“ დაფინანსებული აქვს სანერგე, თანამედროვე სასათბურე, სამაცივრე-სასაწყობო მეურნეობებისა და ლაბორატორიების შექმნა. საჩხერის სამედიცინო ცენტრმა 46 000 ქართველს მისცა სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობა. მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება შეიქმნა 1200-ზე მეტი ექიმის საშუალებით, რომლებსაც პრაქტიკული სწავლება სასწრაფო დახმარების მიმართულებით ჩაუტარდათ. რეაბილიტაცია ჩაუტარდა და აიგო 300 კილომეტრზე მეტი სიგრძის გზები, 554 კილომეტრის სიგრძის გაზსადენი“, – აღნიშნულია სტატიაში, რომლის მიხედვითაც,„ ბიძინა ივანიშვილმა წამყვანი როლი იკისრა კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების სრულმასშტაბიან რესტავრაციაში, როგორიცაა ისტორიული ქართული საკურორტო ქალაქი წყალტუბო“.
„პროექტი ხელს შეიწყობა 15 000 – 20 000 სამუშაო ადგილის შექმნას, რაც უზურნველყოფს ეკონომიკური განვითარებისა და განახლებული კეთილდღეობის მდგრადობას მთელ იმერეთის რეგიონში, რომელზეც გავლენა იქონია „კოვიდ-19“-ის პანდემიამ.
„ქართუ ფონდს“ ასევე წვლილი შეაქვს გარემოს დაცვასა და კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლაში. მიმდინარე წლის დასაწყისში „ქართუ ბანკმა“ გამოაცხადა, რომ საქართველოს დედაქალაქ თბილისის ცენტრში, მთაწმინდის მთის ქედზე, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში 700 ჰექტარზე ტყე აღდგება.
დაბოლოს, „ქართუ“ ფონდმა დააფინანსა შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი, რითაც გადაშენების პირას მყოფ მრავალი ჯიშის ხესა და ცხოველს დაიცავს 60 ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზე გადაჭიმულ სივრცეში“, – აღნიშნულია სტატიაში.