ფრანგმა სამართალდამცველებმა ესპანეთის ტერაქტებთან კავშირში ეჭვმიტანილი, ჩეჩენი ეროვნების პირები დააკავეს
ფრანგმა სამართალდამცველებმა ესპანეთში განხორციელებულ ტერაქტებთან კავშირში ეჭვმიტანილი, წარმოშობით ჩეჩენი, სულ მცირე ექვსი პირი დააკავეს. ფრანგული მედიის ინფორმაციით, დაკავების ოპერაცია ქვეყნის სამ პროვინციაში ერთდროულად განხორციელდა.
ბარსელონაში, 2017 წლის 17 აგვისტოს რამბლეს ქუჩაზე ფურგონი ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა. მოგვიანებით, იმავე დღეს, ტერორისტები ბარსელონადან 120 კილომეტრის დაშორებით, კამბრილისშიც შეეცადნენ ანალოგიური თავდასხმის მოწყობას. საერთო ჯამში თავდასხმას 16 ადამიანი ემსხვერპლა, 130 -მა კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ე.წ.ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. პოლიციამ რვა ისლამისტის ლიკვიდაცია განახორციელა.