ფრანგმა ფერმერებმა საფრანგეთის დასავლეთით მდებარე ქალაქ ლიმოჟში გამართულ საპროტესტო აქციაზე თივის ტომრები დაწვეს.
საფრანგეთის ხელისუფლების ცნობით, დღეს ქვეყნის მასშტაბით ათზე მეტი საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც 900-მდე ფერმერი იღებდა მონაწილეობას.
ფერმერები ევროკავშირსა და სამხრეთ ამერიკის ბლოკ Mercosur-ს შორის სავაჭრო შეთანხმებას აპროტესტებენ, რაც, ფერმერების აზრით, კიდევ უფრო გააძლიერებს კონკურენციას საფრანგეთის სოფლის მეურნეობის სექტორისთვის. ევროკავშირი და მერკოსურის ოთხი წევრი – არგენტინა, ბრაზილია, პარაგვაი და ურუგვაი ითხოვენ გრძელვადიანი სავაჭრო მოლაპარაკებების დასრულებას წლის ბოლომდე.
საფრანგეთის მთავრობა შეთანხმებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.