ფრანგი ულტრამემარჯვენეები - საფრანგეთმა შენგენის ზონა უნდა დატოვოს
ფრანგი ულტრამემარჯვენეები - საფრანგეთმა შენგენის ზონა უნდა დატოვოს

ფრანგი ულტრამემარჯვენეების ერთ-ერთი ლიდერის, ჯორდან ბარდელას თქმით, ევროპარლამენტის არჩევნები ევროკავშირში მიგრაციის პოლიტიკაზე რეფერენდუმი იქნება. ამის შესახებ მან სატელევიზიო დებატების დროს განაცხადა.

„ეს არჩევნები იქნება რეფერენდუმი მიგრაციაზე. ემანუელ მაკრონის მთავრობამ იმიგრაციის ყველა რეკორდი მოხსნა. გარემოს დაცვასთან ერთად მიგრაცია არის ჩვენი საუკუნის და თაობის ყველაზე დიდი გამოწვევა“, – განაცხადა ბარდელამ.

ბარდელას თქმით, მისი პარტია მხარს უჭერს „საფრანგეთის შენგენის ზონიდან გამოსვლას და საფრანგეთის სახელმწიფო საზღვრების აღდგენას, რადგან ევროკავშირის სასაზღვრო სამსახურის უწყება მიგრანტების გულღია მასპინძელია“.

წინასწარი გამოკითხვებით, ევროპარლამენტის არჩევნებში, საფრანგეთში ულტრამემარჯვენე „ნაციონალური გაერთიანება“ 22 მანდატს მიიღებს.