ფრანგი სენატორი ჟან-მარი როკელი - 2012 წელს დაძაბულობა ძალიან მაღალი იყო, ხოლო ის დაძაბულობა, რომელსაც ახლა ვხედავთ, დემოკრატიისთვის დამახასიათებელია
არჩევნები არის დემოკრატიის მნიშვნელოვანი ნაწილი, რვა წლის წინ, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად როცა ჩამოვედი, დაძაბულობა ძალიან მაღალი იყო, ხოლო ის დაძაბულობა, რომელსაც ახლა ვხედავთ, დემოკრატიისთვის დამახასიათებელია, – ამის შესახებ ფრანგმა სენატორმა ჟან-მარი როკელმა განაცხადა, რომელიც საქართველოში არჩევნებზე დაკვირვების მიზნით იმყოფება.
მისივე თქმით, საქართველო ახალი დემოკრატიაა და არსებული დაძაბულობა ნორმალურია.
„მე, საფრანგეთის პარლამენტის წევრი, სენატორი ვარ. საქართველოში არჩევნებზე დასაკვირვებლად უკვე მეორედ ჩამოვედი. პირველად რვა წლის წინ, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს ვაკვირდებოდი. არჩევნები არის დემოკრატიის მნიშვნელოვანი ნაწილი. როდესაც რვა წლის წინ ჩამოვედი, დაძაბულობა ძალიან მაღალი იყო, ხოლო ის დაძაბულობა, რომელსაც ახლა ვხედავთ, არის დემოკრატიისთვის დამახასიათებელი, ნორმალური დაძაბულობა. საქართველო არის ახალი დემოკრატია. დაძაბულობა, რომელსაც ახლა ვხედავთ, ნორმალურია. დემოკრატიის ჩამოყალიბებას სჭირდება დრო. მიზეზი, რის გამოც ამ არჩევნებზე დამკვირვებლად ჩამოვედი, არის, დავრწმუნდე, რომ ესაა ნამდვილად ნორმალური დაძაბულობა, რასაც შემდგომ გაუმჯობესება მოჰყვება“, – განაცხადა ჟან-მარი როკელმა.