საქართველოს თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, აღიარებული და ეპატაჟური, ფრანგი მწერალი, მიშელ უელბეკი ეწვია.
სასტუმრო „რუმსში“ ამ წუთებში მიმდინარეობს დისკუსია, რომელშიც მიშელ უელბეკთან ერთად, მონაწილეობას იღებს ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი, მედეა მეტრეველი და კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა ქართველ მკითხველთან. შეხვედრა 25 ივნისს, 18:00 საათზე, რუსთაველის თეატრში გაიმართება. მიშელ უელბეკი თბილისის გარდა, ყაზბეგსაც დაათვალიერებს.
უელბეკმა აღნიშნა, რომ საქართველოს შესახებ ბევრი ინფორმაცია არ აქვს. მისი თქმით, ყურმოკვრით სმენია საქართველოს და რუსეთის ურთიერთობაზე. მისი თქმით, მოხარულია ასეთი დახვედრით და იმედოვნებს, რომ ნულიდან, მაგრამ ძალიან კარგად შეძლებს საქართველოს გაცნობას.
მწერალმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ დროისთვის ახალ წიგნზე მუშაობს. მიშელ უელბეკი არის ავტორი ისეთი ცნობილი წიგნების, როგორებიცაა „ელემენტარული ნაწილაკები“, „პლატფორმა“, „კუნძული და ტერიტორია“.