ფრანგ მილიარდერებს, დაპირების მიუხედავად, ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად თანხა არ გადაურიცხავთ
ფრანგ მილიარდერებს, დაპირების მიუხედავად, ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად თანხა არ გადაურიცხავთ

ფრანგ მილიარდერებს, რომლებიც ინიციატივით გამოვიდნენ, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად თანხას გადარიცხავდნენ, ამ დრომდე თანხა არ გადაურიცხავთ. ინფორმაციას ამის შესახებ ინფორმაციას „ასოშიეითედ პრესი“ ავრცელებს.

„მსხვილ დონორებს ამ დრომდე არც ერთი ცენტი გადაუხდიათ“, – განაცხადა ნოტრ დამის პრესმდივანმა, ანდრე ფინომ.

მისი თქმით, შემომწირველებს სურთ, ზუსტად იცოდნენ, სად მიდი მათი თანხა. ფინოს ტაძარში სამუშაოები 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს, იქედან გამომდინარე, რომ არ არსებობს კანონიერი ფინანსური მექანიზმი, რათა მუშებს თანხა გადაუხადონ, ტაძარს ფინანსური შემოწირულობის იმედი აქვს.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის შემდეგ, ათობით მილიარდერმა გამოთქვა სურვილი დახმარებოდა საფრანგეთის მთავრობას ნოტრდამის აღდგენაში.