ფრანგი ფერმერები სტრასბურგში, ევროპარლამენტის შენობასთან სოფლის მეურნეობის დაფინანსების ახალი წესების გასაპროტესტებლად ტრაქტორებით მივიდნენ
ფრანგი ფერმერები სტრასბურგში, ევროპარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციას ტრაქტორებით მართავენ. რეგიონული პროფკავშირების ორგანიზებულ აქციაზე ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოსთან ფერმერებმა რამდენიმე ასეული ტრაქტორი მიიყვანეს.
ფრანგი ფერმერები ევროკავშირის ერთიანი სოფლის მეურნეობის პოლიტიკაში გათვალისწინებულ ცვლილებებს აპროტესტებენ. კანონპროექტს განიხილავენ ევროპარლამენტარები, აგრეთვე ევროკავშირის მინისტრთა საბჭო და ევროკომისია.
ევროკავშირის ქვეყნებში სოფლის მეურნეობის დაფინანსების ახალი წესები ძალაში შევა 2023 წელს. ამ დისკუსიის ფარგლებში, საფრანგეთმა ევროკომისიას უნდა წარუდგინოს ეროვნული სოფლის მეურნეობის გეგმა.
ფრანგი ფერმერები ფიქრობენ, რომ ევროკავშირის ერთიან სოფლის მეურნეობის პოლიტიკაში ცვლილებები გამოიწვევს ფინანსური სუბსიდიების მნიშვნელოვან შემცირებას საფრანგეთის ფერმების სულ მცირე მესამედში. ფერმერების განსაკუთრებულ აღშფოთებას იწვევს სავალდებულო ზომების განხორციელება გარემოს დაცვისთვის და „მწვანე ტექნოლოგიების“ გამოყენებისთვის. ფერმერების აზრით, ეს პროდუქტებზე ფასების ზრდას და ევროკავშირისა და საფრანგეთის მხრიდან გადასახადების შემცირებას გამოიწვევს მათთვის, ვინც არ მიიღებს ასეთ ზომებს.