ფრანგი ფერმერები ევროკავშირსა და სამხრეთ ამერიკის ბლოკ Mercosur-ს შორის სავაჭრო შეთანხმებას აპროტესტებენ
ფრანგი ფერმერები ევროკავშირსა და სამხრეთ ამერიკის ბლოკ Mercosur-ს შორის სავაჭრო შეთანხმებას აპროტესტებენ

ფრანგი ფერმერები ისევ ქუჩაში გავიდნენ. მათი უკმაყოფილების მიზეზი ევროკავშირსა და სამხრეთ ამერიკის ბლოკ Mercosur-ს შორის სავაჭრო შეთანხმებაა, რაც, ფერმერების აზრით, კიდევ უფრო გააძლიერებს კონკურენციას საფრანგეთის სოფლის მეურნეობის სექტორისთვის.

ევროკავშირი და მერკოსურის ოთხი წევრი – არგენტინა, ბრაზილია, პარაგვაი და ურუგვაი ითხოვენ გრძელვადიანი სავაჭრო მოლაპარაკებების დასრულებას წლის ბოლომდე.

საპროტესტო აქცია ძირითადად მშვიდობიანი იყო, თუმცა ფერმერებმა დილით პარიზის მახლობლად მდებარე გზატკეცილის ნაწილი გადაკეტეს, ფერმერების ნაწილმა კი სამთავრობო შენობების წინ სასუქი დაყარა.