ფრანგი ევროპარლამენტარი - ბუდაპეშტში ევროპელ ლიდერებს „საქართველოზე საუბრის დრო არ ჰქონდათ“, ჩვენ ვერასდროს ვსწავლობთ
ევროპელ ლიდერებს „დრო არ ჰქონდათ საქართველოზე სასაუბროდ“, რუსეთმა კი გამონახა დრო, რომ დაუქვემდებაროს თავის კონტროლს, – ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრი საფრანგეთიდან, ნატალი ლუაზო სოციალურ ქსელში წერს.
ევროდეპუტატი ეხმაურება „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს ჟურნალისტის, რიკარდ იოზვიაკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დღეს ბუდაპეშტში შეხვედრის დროს, ევროკავშირის ლიდერებმა დრო ვერ გამონახეს საქართველოზე დებატებისთვის.
„ბუდაპეშტში შეკრებილ ევროპელ ლიდერებს „საქართველოზე საუბრის დრო არ ჰქონდათ“. მოსკოვმა, თავის მხრივ, გამონახა დრო რომ ის თავის კონტროლს დაუქვემდებაროს. ჩვენ ვერასდროს ვსწავლობთ“, – წერს ნატალი ლუაზო.