ფრანგი ძიუდოისტი ლეგენდარული ტედი რინერი მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონია
მაროკოში აბსოლუტური ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში ტედი რინერმა ბელგიელ ტომა ნიკიფოროვს ორი ვაზარით სძლია.
ტედი რინერმა შეჯიბრის მეორე ბრძოლა გურამ თუშიშვილს ასევე ორი ვაზარით მოუგო.
ადამ ოქრუაშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა პირველივე შეხვედრები იპონით წააგეს. ადამი უკრაინელ ალექსანდრ გორდიენკოსთან, ხოლო ლიპარტელიანი იაპონელ კოკორო კაგეურასთან დამარცხდა.
ქართველთაგან პირველი შეხვედრა მოიგო ლევან მატიაშვილმა, რომელმაც ანდრეი კოლესნიკი იპონით დაამარცხა, შემდეგ კი აბსოლუტური ჩემპიონატის ფინალისტმა ტომა ნიკიფოროვმა მატიაშვილთან სუფთა გამარჯვება დააფიქსირა.