France Football-ის რედაქტორმა უარყო გავრცელებული ხმები, რომ ჯილდოს აუცილებლად ლიონელი მესის გადასცემენ #1TVSPORT
France Football-ის მთავარმა რედაქტორმა, ვინსენტ გარსიამ „ოქროს ბურთის“ შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ გამარჯვებულის ვინაობა მსოფლიო მედიის წარმომადგენლებმა არ იციან.
პრესაში გავრცელებული ინფორმაციით კი, „ოქროს ბურთის“ მფლობელის ვინაობა ცნობილია და პრესტიჟულ ჯილდოს „ინტერ მაიამის“ არგენტინელი ვარსკვლავი ლიონელ მესი მიიღებს.
„ხმები და ჭორები ყოველთვის იყო და იქნება. ეს მედიათამაშია. ვიცით, რომ ცდილობენ, წინასწარ გამოიცნონ გამარჯვებულის ვინაობა, მაგრამ ჭორებს არ უნდა დავუჯეროთ. ამ საკითხთან დაკავშირებით საქმის კურში ძალიან ცოტა ადამიანია“, – განაცხადა ვინსენტ გარსიამ.
„ოქროს ბურთის“ გადაცემის საზეიმო ცერემონია 2023 წლის 30 ოქტომბერს პარიზში გაიმართება. გასულ წელს ჯილდო „რეალის“ ყოფილმა და „ალ-იტიჰადის“ მოქმედმა ფეხბურთელმა, ქარიმ ბენზემამ დაიმსახურა.