“ბარსელონამ” 8 იანვარს წარადგინა ფილიპე კოუტინიო, მაგრამ ჯერ არ აქვს გარკვეული, რომელი ნომრით ითამაშებს ბრაზილიელი.
ვარაუდობდნენ, რომ ექს-ლივერპულელი მე-7 ნომერს ჩაიბარებდა, რომელიც “ბარსელონადან” ცოტა ხნის წინ წასულ არდა თურანს ეკუთვნოდა. მაგრამ, როგორც FOX Sports-მა გაარკვია, კოუტინიო მე-14 ნომერს მიიღებს.
საქმე ისაა, რომ “ბარსელონა” ისევ იმედოვნებს ზაფხულში ანტუან გრიზმანის შეძენას და “შვიდიანს” სწორედ მისთვის ინახავს.
ფორვარდი ამ ნომრით “ატლეტიკოსა” და საფრანგეთის ნაკრებში თამაშობს.
“ბარსელონაში” მე-14 ნომერი ხავიერ მასკერანოს ეკუთვნის, მაგრამ არგენტინელი უახლოეს დღეებში დატოვებს კლუბი და ჩინეთის ლიგაში გადავა.