აშშ-ში, ტეხასის შტატის ქალაქ მაკალენში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში სროლის ხმა ისმის. ინფორმაციას Fox News ავრცელებს.
გარდაცვლილთა ან დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. ტერიტორიიდან მოქალაქეთა ევაკუაცია მიმდინარეობს. პოლიცია სოციალური ქსელის საშუალებით მოსახლეობას სავაჭრო ცენტრ La Plaza Mall-თან მიახლოებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.