ფოთთან რუსეთის ქალაქ ანაპის დელფინარიუმიდან გამოპარული სელაპი შენიშნეს
ფოთში, მეთევზეებმა და მყვინთავებმა ქალაქ ანაპის დელფინარიუმიდან გამოპარული სელაპი შენიშნეს. სელაპი ანაპის (რუსეთის ფედერაცია) დელფინარიუმიდან გამოიპარა.
ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„სელაპი ანაპის (რუსეთის ფედერაცია) დელფინარიუმიდან გამოიპარა. შემდეგ აფხაზეთში დაიჭირეს, ცოტა ხნით ჰყავდათ ბიჭვინთაში, გამოიპარა და ახლა ფოთთან ორაგულის მარიფერმის მიდამოებში დაფიქსირდა.
შავ ზღვაში მხოლოდ ერთი სახეობის სელაპი ბერი ბინადრობს. ფოთში ნანახი სელაპი კი სხვა სახეობისაა. ამჟამად აკვირდებიან სელაპის ქცევებსა და გადაადგილებას. უახლოეს დღეებში წყლის ბინადრის შესასწავლად ექსპედიცია იგეგმება.
სელაპი ბოლოს შავი ზღვის საქართველოს აკვატორიაში მეცნიერებმა 1936 წელს დააფიქსირეს“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.