ფოთში ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიიდან 13 პირის „პისიარ“ კვლევის შედეგებს ელოდებიან
ფოთში ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიიდან 13 პირის „პისიარ“ კვლევის შედეგებს ელოდებიან

ფოთიდან ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისთვის დამატებით 13 პირის – პირველადი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა.

„ფოთში დღეს 13 პირს ჩაუტარდა კვლევა. ისინი პირველადი ჯანდაცვის სფეროს, პოლიკლინიკების წარმომადგენლები არიან. პასუხები ხვალ დილით გახდება ცნობილი. აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით ხორციელდება. ვიმედოვნებთ, ყველა ანალიზის პასუხი უარყოფითი იქნება“, – განაცხადა ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ.