ფოთში, ზღვაში მაშველებმა მეორე მოზარდის ცხედარი იპოვეს
ფოთში, ზღვაში მაშველებმა მეორე მოზარდის ცხედარი იპოვეს

ფოთში, ზღვაში სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველებმა მეორე მოზარდის ცხედარი იპოვეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, გუშინ ორი არასრულწლოვანი ზღვაზე საცურაოდ წავიდა და გაუჩინარდა. ერთი მოზარდის ცხედარი გუშინვე იპოვეს.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, სასწრაფო დახმარებისა და სამაშველო ჯგუფები.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.