ფოთში წყალდიდობის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. შექმნილია სპეციალური შტაბი და მოქმედებს მერიის ცხელი ხაზი.
„სსიპ საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის მონაცემებით, 10 ივლისს, ფოთში ძლიერი წვიმა (109,6 მმ ნალექი), ქარი და ელჭექი დაფიქსირდა, რამაც რამდენიმე ქუჩის დატბორვა გამოიწვია, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსის ბინები, რომელზეც მიმდინარეობდა გადახურვითი სამუშაოები.
მერიის ყველა სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს. შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია, რომელიც ზარალის რაოდენობას ითვლის და უბნებზე არსებულ ვითარებას სწავლობს“, – აცხადებენ ფოთის მერიაში.