ფოთში ვეტერანთა დღე აღნიშნეს. ომის ვეტერანები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები დიდების მემორიალთან შეიკრიბნენ და ყვავილებით შეამკეს.
ამასთან, ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურმა რამდენიმე მათგანს სურსათი და სიგელები გადასცა.
„სახელმწიფო ყველანაირად ცდილობს მათი სოციალური პირობების გაუმჯობესებას. იმედს გამოვთქვამ, რომ მომავალ წელს უფრო მეტის გაკეთებას შევძლებთ მათთვის. ვეტერანთა ამაგი ფასდაუდებელია“, – განაცხადა მერის მოადგილე პაატა ლაგვილავამ.