ფოთში, ნინოშვილის უბანში ურთიერთშელაპარკების ნიადაგზე, 60 წლის ქალი 84 წლის დედას ფიზიკურად გაუსწორდა.
ფაქტს თვითმხილველებიც ადასტურებენ. დაზარალებულმა დახმარებისთვის მეზობლებს მიმართა და 112-ში დარეკვა სთხოვა.
ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფი იყო მობილიზებული.
როგორც დაზარალებულმა განაცხადა, შვილი ნასვამ მდგომარეობაში იყო, მას ყავარჯენი წაართვა და ზურგის არეში რამდენჯერმე დაარტყა. მისი ჯამრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 60 წლის ქალი პატრულმა განყოფილებაში გადაიყვანა.
შშს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა შეტყობინებაზე ოპერატიული რეაგირება მოახდინეს და ოჯახში ძალადობის ბრალდებით რ.მ. დააკავეს. გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.