ფოთში თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რიცხვი გაიზარდა. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ყველა მათგანი ყოველდღიურად კონტროლდება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
„თვითიზოლაციაში მყოფთა რაოდენობას დაემატა თურქეთიდან ჩამოსული სამი ადამიანი. ერთი ექვსი წლის ბავშვი, დანარჩენები კი 35 წლამდე ქალები არიან. მათ არანაირი სიმპტომები არ აღენიშნებათ. ფოთში თვითიზოლაციაში 49 რჩება პირი რჩება. კარანტინში შვიდი ადამიანია გაგზავნილი, ხოლო სამს დღეს მოეხსნა თვითიზოლაცია. ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ზინაიდა გაგუამ.