ფოთში, თვითიზოლაციაში მყოფ პირს, რომლის ანალიზებიც ლუგარის ლაბორატორიაში იყო გადაგზავნილი, კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ფოთში, თვითიზოლაციაში მყოფ ერთ-ერთი პირს, რომლის ანალიზებიც ლუგარის ლაბორატორიაში იყო გადაგზავნილი, კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, თვითიზოლაციაში მყოფ თითოეულ ადამიანს აკონტროლებს ექიმებისგან შემდგარი ჯგუფი.
„თვითიზოლაცია მყოფ ერთ პაციენტს არ დაუდასტურდა კორონავირუსი, რაც იყო მოსალოდნელი, რადგან გამოკვლევებით და სიმპტომატიკით არ გავდა არანაირ ინფექციურ დაავადებას, ზოგადად მას არაფერი არ აწუხებს. სავარაუდოდ, ემოციის ფონზე აუწია სიცხე. ჩვენთან არის სიმშვიდე და იმედი გვაქვს, ასე გაგრძელდება, რადგან ამ პროცესში ჩართული არიან როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები, ადგილობრივი თვითმმართველობა, ძალოვნები და ასე შემდეგ. თვითიზოლაციაში მყოფ თითოეულ ადამიანს აკონტროლებს დღეში სამ-სამი ჯგუფი. სამუშაო ჩვენი მხრიდან ძალიან ბევრია, მაგრამ შედეგსაც ვაღწევთ“, – ზინაიდა გაგუამ.