ფოთში თვითიზოლაციაში 65, ხოლო კარანტინში შვიდი ადამიანი იმყოფება
ფოთში თვითიზოლაციაში 65, ხოლო კარანტინში შვიდი ადამიანი იმყოფება

ფოთში, თვითიზოლირებულთა რიცხვს დღეს 12 ადამიანი დაემატა, აქედან ერთი საბერძნეთიდან, ოთხი მარნეულიდან, დანარჩენები კი, თურქეთიდან არიან ჩამოსულები.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ფოთში თვითიზოლირებული 65 პირია.

„მათი ასაკი 24-დან 50 წლამდეა, ხუთი ქალია. საბერძნეთიდან ჩამოსული 40 წლამდე მამაკაცი სტაციონარში გადავიყვანეთ, მას თვითიზოლაცია დღეს უმთავრდება, მაგრამ 37 გრადუსი ჰქონდა სიცხე. მეტი არანაირი კლინიკური გამოვლინება არ ჰქონდა, თუმცა მაინც დაგვაეჭვა, ავუღეთ ნაცხი და გავაგზავნეთ ლაბორატორიაში, პასუხი სავარაუდოდ ხვალ დილით გვეცოდინება. ამჯერად მას არ აქვს სიცხე და როგორც დანარჩენები, ისიც თავს კარგად გრძნობს. ჯამში 65 ადამიანი გვყავს თვითიზოლაციაში, ხოლო კარანტინში რჩება შვიდი პირი. დღეს ზედამხედველობა ოთხ ადამიანს დაუმთავრდა“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ზინაიდა გაგუამ.