ფოთში თვითიზოლაციაში 37 პირი იმყოფება, ხუთი კი საკარანტინო სივრცეშია მოთავსებული. თვითიზოლაცია მოეხსნა 16 ადამიანს.
„დღეს ახალი შემთხვევა არ გვქონია. თვითიზოლაციის რეჟიმი დაასრულა ერთმა პირმა საკარანტინო სივრციდან და თხუთმეტმა – თვითიზოლაციიდან. ყველა მათგანი თავს კარგად გრძნობს. მუდმივად კონტროლდებიან თვითიზოლაციაში მყოფი პირები. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“, – განაცხადა ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ზინაიდა გაგუამ.