ფოთში თვითიზოლაციაში 28, საკარანტინო სივრცეში კი ოთხი პირია მოთავსებული
ფოთში თვითიზოლაციაში 28, საკარანტინო სივრცეში კი ოთხი პირია მოთავსებული

ფოთში თვითიზოლაციაში 28, საკარანტინო სივრცეში კი ოთხი პირია მოთავსებული. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„დღეს ერთი იქნა აყვანილი თვითიზოლაციაში, ეს არის ტრაილერის მძღოლი, 45 წლის. ის ჩამოსულია აზერბაიჯანიდან. აბსოლუტურად არაფერი არ აღენიშნება, ჯანმრთელია. იმყოფება თვითიზოლაციაში. შევამოწმეთ პირობები და ნორმალურ პირობებშია. აქვე გეტყვით, რომ დღეს 10 ადამიანს მოეხსნა თვითიზოლაცია, ერთს კი კარანტინი. ყველანი თავს კარგად გრძნობენ“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ზინაიდა გაგუამ.