ფოთში, ზღვაში ტურისტი დაიხრჩო 
ფოთში, ზღვაში ტურისტი დაიხრჩო 

უბედური შემთხვევა ფოთში. ზღვაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო, რომელიც სანაპიროზე ახალგაზრდა ქალთან ერთად იმყოფებოდა. ისინი რუსი ტურისტები არიან.

„სანაპიროზე აღმართულია წითელი დროშები. შტორმი ოთხ ბალს აღემატება. მიუხედავად ჩვენი გაფრთხილებისა, ისინი მაინც შევიდნენ ზღვაში. მაშველებმა ახალგაზრდა გოგონას გადარჩენა შევძელით, 25 წლამდე მამაკაცი კი ამ დრომდე არ არის ნაპოვნი”, – აცხადებს მაშველი თეიმურაზ შონია.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიცია.