ფოთში, გრეიფრუტის მეურნეობის ტერიტორიაზე არსებულ ტბაში 45 წლამდე მამაკაცი დაიხრჩო. წინასწარი ინფორმაციით, ის თევზაობდა, რა დროსაც ფეხი დაუცდა და ტბაში ჩავარდა. ცხედარი მაშველებმა უკვე იპოვეს.
„თევზაობის დროს ჩავარდა წყალში, სხვა დეტალები არ ვიცი. ცხედარი უკვე ნაპოვნია. ადგილზე იყო პოლიცია, ექსპერტ-კრიმინალისტები და როგორც ვიცი, ახლა ექსპერტიზა უტარდება“, – განაცხადა გარდაცვლილის ახლობელმა ირაკლი ჭანტურიამ.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.