ფოთში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას თუნუქის ფურცლები, საწვიმარი მილები და სხვა საჭირო მასალა ურიგდება
ფოთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების პარალელურად, ზარალის დათვლა ხდება.
როგორც ქალაქის მერიაში აცხადებენ, ქუჩებიდან გააქვთ ძლიერი ქარის შედეგად გადატეხილი ხეები და ტოტები, მოსახლეობას ურიგდება აზბესტის და თუნუქის ფურცლები, საწვიმარი მილები და სხვა საჭირო მასალა. იმ უბნებზე, სადაც სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი დიდია, ამ დრომდე გრძელდება აღდგენითი სამუშაოები. პარალელურ რეჟიმში კი ზარალს აღრიცხავს სპეციალური კომისია.