პირველადი მონაცემებით, ფოთში სტიქიის შედეგად 33 საცხოვრებელი კორპუსის, 124 კერძო სახლის, ოთხი საჯარო სკოლისა და სამი საბავშვო ბაღის სახურავია დაზიანებული.
ფოთის მერიის ინფორმაციით, ასევე დაზიანდა სკვერები, მინიმოედნები, ტროტუარები, ელექტროგადამცემი სადენები და ბოძები, საახალწლო განათებები; მოგლეჯილია ათეულობით მრავალწლოვანი ხე.
,,სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში, მეტეოროლოგიური პირობების შესაბამისად მიმდინარეობს. სტიქიისგან მიყენებული ზიანის აღსადგენად იგეგმება სამუშაოები. სავარაუდოდ, 16 იანვრიდან დაზარალებულთათვის სამშენებლო მასალის გადაცემაც დაიწყება“, – აცხადებენ ფოთის მერიის პრესსამსახურში.