ფოთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს, პარალელურად სპეციალური კომისია ზარალს ითვლის.
„ქალაქში უკვე დაწყებულია სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. პროცესში ჩართულია მერიის ყველა შესაბამისი სამსახური, ასევე შინაგან საქმეთა სამინიტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. საცხოვრებელი სახლების ეზოებიდან და პირველი სართულებიდან წყლის ამოტუმბვა მიმდინარეობს. შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც მოსახლეობის ზარალს აღწერს. ყველა სატუმბი სადგური გამართულად მუშაობს“, – განაცხადა ქალაქის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და ტრანსპორტის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, კახა მაშავამ.
ფოთში ძლიერი წვიმის გამო, ოთხი ქუჩა დაიტბორა. დატბორილია საცხოვრებელი სახლების ეზოებიც. მოსახლეობას საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა გაუნადგურდა.