ფოთში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ტესტირება ჩაუტარდათ, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
მიზნობრივი კვლევის ფარგლებში შემოსავლების სამსახურის 19 თანამშრომელს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა. მათი ანალიზის პასუხები უკვე ცნობილია. არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდგინდა.
„კვლევისათვის გაიგზავნა 19 ანალიზი. გამოკვლევა „პისიარ“ მეთოდით ჩატარდა. აღნიშნული პროცედურა პრევენციის მიზნით ხორციელდება“, – განაცხადა ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ.
მისივე თქმით, ფოთიდან „პისიარ“ კვლევისათვის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექვსი თანამშრომლის ბიოლოგიური მასალაც გაიგზავნა.
„ფოთში კიდევ ექვსი პირს ჩაუტარდა კვლევა. ისინი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები არიან. აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით ხორციელდება. ყველა ანალიზის პასუხი უარყოფითია“, – განაცხადა ნანა მხეიძემ.