ფოთში, შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებელთა უსაფრთხოების მიზნით, სამაშველო სამსახურმა მუშაობა დაიწყო.
შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი შსს-ს საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის სამაშველო ბრიგადები პატრულირებას 09:00 საათიდან 21:00 საათამდე განახორციელებენ. მაშველებს შორის ერთ-ერთი 23 წლის ქალია. ის 2017 წლის მსოფლიო რბენის გამარჯვებულია, ასევე სპორტის სხვადასხვა სახეობაში ჯილდოები აქვს მიღებული.
„ადრე მოყვარულის სტატუსით სპორტის სხვადასხვა სახეობაში ვიყავი ჩართული და ბევრი ჯილდო მაქვს მიღებული ტრიატლონში, მარათონში, სპრინტსა და ბიატლში. პირველი გამარჯვება მოვიპოვე მსოფლიო რბენაში და ვარ პირველი ქართველი ქალი მსოფლიო ჩემპიონი. სამაშველო სამსახურში მუშაობის სურვილი გამიჩნდა იქიდან გამომდინარე, რომ მაქვს შესაბამისი ფიზიკური მონაცემები და ცურვაც ძალიან მიყვარს“, – ნინო მიქაძემ.
ფოთში, საზღვაო-სამაშველო სამსახური სექტემბრამდე იმუშავებს.