ფოთში სატვირთო ავტომობილების 33 მძღოლს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. გუშინ 189 მძღოლის კვლევის პასუხი გახდა ცნობილი და ყველა უარყოფითი იყო.
„ქართული გადამზიდავი კომპანიების მძღოლები ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე მოწყობილ ტირ-პარკში იმყოფებოდნენ. „პისიარ“ კვლევის შედეგად, მათ „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდათ. მძღოლებმა ტირ-პარკი უკვე დატოვეს. ამის შემდეგ ისინი თავიანთ ლოკალიზაციის ტერიტორიაზე გადავლენ და მათ ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი გააკონტროლებს“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ.