ფოთში სასწრაფო დახმარების 61 თანამშრომელი გამოიკვლიეს, ყველა პასუხი უარყოფითია
ფოთში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 61 თანამშრომლის ანალიზის პასუხები ცნობილია. არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. მათი ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში იყო გაგზავნილი.
აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციის მიზნით მესამედ განხორციელდა.
„კვლევა გეგმის მიხედვით, 14 დღეში ერთხელ ტარდება. სასწრაფო სამედიცინო დახმარების 61 თანამშრომლის ნიმუში ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნა და საბედნიეროდ, არც ერთ მათგანს „კოვიდ-19“ არ დაუდგინდა. ყველა პასუხი უარყოფითია“, – განაცხადა საგანგებო სიტუაციების კოორდინირებისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის ხელმძღვანელმა, კესო გელენიძემ.