ფოთში სასაზღვრო პოლიციის 18 თანამშრომელი გამოიკვლიეს, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნანა მხეიძის ინფორმაციით, ფოთიდან ლაბორატორიაში პისიარკვლევისთვის გაგზავნილი, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების ანალიზების პასუხები ცნობილია. არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდგინდა.
„ფოთში გუშინ ტესტირება ჩავუტარეთ სასაზღვრო პოლიციის 18 თანამშრომელს. პასუხები დღეს გახდა ცნობილი. არც ერთ მათგანს „კოვიდ-19“ არ დაუდგინდა. აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით განხორციელდა“, – განაცხადა ნანა მხეიძემ.