ფოთში საქართველოში დამზადებული მრავალჯერადი გამოყენების პირბადეების დარიგება მიმდინარეობს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, ფოთში საქართველოში დამზადებული მრავალჯერადი გამოყენების პირბადეების დარიგება მიმდინარეობს.
პირბადეების დარიგება დაიწყო პრიორიტეტების მიხედვით, ობიექტებში, სადაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უსაფრთხოების დაცვა, სხვადასხვა რისკიდან გამომდინარე. აღნიშნული კატეგორიას მიეკუთვნებიან საჯარო მოხელეები, რომლებსაც კარანტინის ზონებთან აქვთ შეხება, ასევე პოლიციელები, მებაჟეები, ბენზიგასამართი სადგური, საბანკო სექტორის წარმომადგენლები, ისინი, რომლებიც არსებული საფრთხეების მიუხედავად, მოსახლეობას ემსახურებიან.
ასევე ქართული წარმოების პირბადეები დაურიგდებათ დიდ სასურსათო მაღაზიებს და მცირე საუბნო მარკეტებსაც.
პირბადეები დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ლუგარის ლაბორატორიის მიერ დამტკიცებული სტანდარტებით არის დამზადებული.შეკერილია დოლბანდის რამდენიმე შრისგან და მათი გამოყენება რამდენჯერმე შეიძლება. პირბადეები ფოთში სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, „აჭარა ტექსტილის“ საწარმოში შეიკერა.