ფოთში, ნაბადის უბანში, წმ. პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ეკლესიის გვერდით მდებარე სამლოცველო გაქურდეს. მძარცველებმა კარი შეამტვრიეს და სამლოცველოში შევიდნენ, გატეხილია შესაწირი ყუთები, წაღებულია თანხა, რომლის ოდენობა უცნობია.
„ეკლესიაში რომ მოვედი, კარი გატეხილი დამხვდა, ჩემამდე მამაო იყო მოსული. ყველა ხატი ადგილზეა და დაზიანებულიც არ არის. გატეხილია ორი შესაწირი ყულაბა, თუმცა რა ოდენობის თანხაა წაღებული, არ ვიცით. მამაომ მაშინათვე დაურეკა პოლიციას“, – განაცხადა ეკლესიის მესანთლე სვეტლანა სიჭინავამ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფოთში მშენებარე ტაძრის ეზოში სამლოცველოს გაქურდვის ფაქტი უკვე გახსნა. დანაშაულის ჩადენაში ამხილეს არასრულწლოვანი, რომელიც, შსს-ს ცნობით, აღიარებს დანაშაულს.