ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, მმართველი გუნდის მხარდაჭერილმა, დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ფოთში 12 909 (59,62%) ხმა მიიღო, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ – 8 742 (40,38%) ხმა.
ფოთში არჩევნების პირველ ტურში გრიგოლ ვაშაძემ სალომე ზურაბიშვილს 972 ხმით მოუგო. ამჯერად კი, 32 საარჩევნო უბნიდან უპირატესობა მხოლოდ ხუთ უბანზე მოიპოვა.
70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ფოთში არჩევნებში სულ 22 447 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, ქალაქში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 54,19 პროცენტი.