ფოთში, ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და კოვიდ19-ით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა ჩატარდა.
ფოთის მუნიციპალიტეტის მერის გოჩა კურდღელიას თქმით, მიმდინარეობს მონიტორინგი თვითიზოლაციაში მყოფ მოქალაქეებზე, გრძელდება სადეზინფექციო ღონისძიებები, კერძო სექტორის მხარდაჭერით საკვები პროდუქტი მიეწოდება შეჭირვებულ, მარტოხელა 60 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეებს, სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან და სახელფასო ანაზღაურების გარეშე დარჩენილ ოჯახებს, ასევე, სურსათის მაღაზიებში კონტროლდება ფასები ძირითად პროდუქტებზე.
საკოორდინაციო საბჭოს სხდომას ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია დაესწრო.
„ბედნიერი ვარ, რომ ჩვენს ქვეყანას ასეთი მთავრობა ჰყავს. ადამიანი და მისი ჯანმრთელობა არის ჩვენი პრიორიტეტი. პრევენციული ღონისძიებების გატარების კუთხით, ჩვენი ქალაქი მოწინავეა, ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს ქალაქის მერის გოჩა კურდღელიას ხელმძღვანელობით. მადლობა ფოთელ ექიმებს, მებაჟეებს, პოლიციას და ყველა იმ ადამიანს, ვის მხრებზეც გადადის ბრძოლა პანდემიის გავრცელების წინააღმდეგ“,- განაცხადა მაჟორიტარმა დეპუტატმა.