ფოთში საჯარო და კერძო სკოლები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ
ფოთში საჯარო და კერძო სკოლები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ. აღნიშნული გადაწყვეტილება რესურს ცენტრმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციის საფუძველზე მიიღო.
11 საჯარო და ოთხი კერძო სკოლა სასწავლო პროცესს, 14 აპრილიდან 29 აპრილის ჩათვლით გააგრძელებს ელექტრონულ რეჟიმში.
„აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით განხორციელდა. პერიოდულად გაგრძელდება პედაგოგთა ტესტირებები საჯარო სკოლებში და ადმინისტრაციები განახორციელებენ მუდმივ მონიტორინგს მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე“, – განაცხადა რესურს ცენტრის ხელმძღვანელმა, გოჩა ქორქიამ.