ფოთში, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლებს „კოვიდ-19“-ზე გეგმური კვლევები ჩაუტარდებათ
ფოთში, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლებს „კოვიდ-19“-ზე განმეორებით კვლევებს ჩაუტარებენ.
როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციაშია აღნიშნული, პერსონალის ბიოლოგიური მასალა ლუგარის ცენტრში გაიგზავნება.
„სასწრაფო დახმარების თანამშრომელთა კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით ხორცირლდება. 14 დღეში ერთხელ ხდება მათი გამოკვლევა. ერთხელ უკვე მოხდა მათი შემოწმება კორონავირუსზე და ყველა პასუხი უარყოფითი იყო. პერსონალის ბიოლოგიური მასალა ლუგარის ცენტრში გაიგზავნება“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ.