ფოთში, საცხოვრებელ სახლში ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს, წინასწარი ინფორმაციით, მიზეზი ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციაა
ფოთში, ნაბადის უბანში მდებარე კერძო სახლში ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, მიზეზი ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაცია გახდა. შემთხვევის დროს ისინი სახლში მარტო იყოფებოდნენ. ადგილობრივების ინფორმაციით, ცოლ-ქმარი ახლობელთან კონტაქტზე არ გადიოდა, რის შემდეგაც კარი შეამტვრიეს.
„დეტალები ჯერ უცნობია, რამ გამოიწვია უბედური შემთხვევა. ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია, ადგილზე იმყოფებიან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, პოლიცია. დამატებით დეტალებს ალბათ გამოძიება დაადგენს. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გაზის გაჟონვაა, თუმცა ამ ეტაპზე სხვა დეტალები უცნობია“, – განაცხადა ნაბადის უბნის მუნიციპალიტეტის მთავარმა სპეციალისტმა, რომეო ჩაჩხიანმა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.