ფოთში საბაჟოს ორ თანამშრომელს და თვითიზოლაციაში მყოფ ორ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ფოთში საბაჟოს ორ თანამშრომელს და თვითიზოლაციაში მყოფ ორ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ფოთიდან კორონავირუსზე მიზნობრივი კვლევის ფარგლებში ლაბორატორიაში გაგზავნილი საბაჟოს ორი თანამშრომლის ანალიზის პასუხები უარყოფითია. ასევე, უარყოფითია თვითიზოლაციაში მყოფი ორი პირის ანალიზის პასუხი.

როგორც ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ განაცხადა, გამოკვლევა პისიარმეთოდით ჩატარდა.

„ჩვენ გამოვიკვლიეთ საბაჟოს თითქმის ყველა თანამშრომელი. მათი ანალიზის პასუხები უარყოფითია. დღეს დამატებით ორი მებაჟის კვლევის პასუხი მივიღეთ. საბედნიეროდ, ისინიც უარყოფითია. ჩვენ ასევე ანალიზი ავუღეთ თვითიზოლაციაში მყოფ ორ პირს. მათ საზღვრის კვეთის ისტორია აქვთ. კორონავირუსი არც მათ დაუდგინდათ“, – განაცხადა ნანა მხეიძემ.