ფოთში, გორგასლის ქუჩაზე პოლიციელებმა ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი სახელმწიფო ავტომობილის ქურდობის ფაქტზე აიყვანეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.