კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ, პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ფოთში ქუჩების და ტროტუარების სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავების პროცესი გრძელდება.
დღეს სპეციალური ხსნარით სამეგრელოსა და ხობის ქუჩები მოირეცხა.
„სამუშაოების მიმდინარეობას ფოთის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა კურდღელია გაეცნო. მორეცხვის პროცესში ჩართულია ა(ა)იპ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრი ცენტრი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. სადეზინფექციო სამუშაოები ფოთის ყველა ქუჩას ჩაუტარდება. იგი ვირუსის გავრცელების პრევენციას ისახავს მიზნად“, – ნათქვამია ფოთის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.